52-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის ძალებმა კიევის მიმართულებით "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გაუშვეს

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 52 დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა კიევს 11 ნოემბერს ისკანდერის ტიპის რაკეტებით შეუტია.

სერგეი პოპკოს თქმით, რაკეტამ ვერ მიაღწია კიევს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქთან მიახლოებისას გაანადგურეს.

„მტერმა განაახლა კიევზე სარაკეტო შეტევები!  - განაცხადა პოპკომ.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 11 ნოემბრის დილით, კიევის მახლობლად საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.